|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზა“ უფასო რეისებს ნიშნავს [R]

14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზა“ ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს.  „საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, პირველი მატარებელი 11:00 საათზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში 11:30 საათზე ჩავა, მცხეთიდან გამოვა 11:50 საათზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე 12:20 საათზე შემოვა.

მეორე მატარებელი 22:00 საათზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში 22:30 საათზე ჩავა; მცხეთიდან გამოვა 22:50 საათზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე 23:20 საათზე შემოვა.

მატარებლები გაჩერდება დიდუბის ბაქანზეც.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა