|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თამაზ მეჭიაური: „არ მსურს, ჩემი პარტია “ქართული ოცნების“ დაწუნებული დეპუტატებით დაკომპლექტდეს“

„არ მსურს, რომ ჩემი ახალი პარტია “ქართული ოცნების“ დაწუნებული დეპუტატებით დაკომპლექტდეს“, -ამის შესახებ დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა ომარ ნიშნიანიძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.  

„ომარ ნიშნიანიძეს ვურჩევ, კარგად ჩამოყალიბდეს, რა უნდა. ვფიქრობ, მას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ახლა „ოცნების წევრები“ თუ დაელოდებიან, რომ მათ იმ მანდატებს მისცემენ, რომელიც სურთ და თუ არა და გაბრაზებულები მერე ჩემთან წამოვლენ, მე ასეთი საქციელი სწორად არ მიმაჩნია. არ მსურს, რომ ჩემი ახალი პარტია “ქართული ოცნების“ დაწუნებული დეპუტატებით დაკომპლექტდეს“-განაცხადა მეჭიაურმა.

როგორც ცნობილია, დეპუტატი ახალი პარტიის შექმნას აპირებს.  მისი თქმით,   პარტიის სახელწოდებაც უკვე  მოფიქრებული აქვს,  თუმცა ჯერ პარტნიორებთან კონსულტაციების გამო დაკონკრეტებისაგან თავს იკავებს: „გადავწყვიტე, რომ საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის წინაშე ჩემი ახალი გუნდით წარვსდგე. ამისათვის მოლაპარაკება მიდის სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან, თუმცა მოლაპარაკების დასრულებამდე ჯერ კონკრეტულ პიროვნებებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. ვპირდები საზოგადოებას, რომ ჩემს წინასაარჩევნო გეგმებს უახლოეს მომავალში წარვუდგენ"- აცხადებს მეჭიაური.  ამის შესახებ ის გაზეთ "რეზონანსს" ესაუბრა.

შეგახსენებთ, "ქართულ ოცნებაზე" განაწყენებულმა ომარ ნიშნიანიძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, პარტია დატოვოს და   მეჭიაურის გუნდს შეუერთდეს.  

ომარ ნიშნიანიძე ქუთაისის ერთ-ერთი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისათვის ბროლას აპირებს.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა