|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თანხები დარიცხულია, გზებზე სამუშაოები შეჩერებული - გიგა შუშანია კორუფციაზე საუბრობს

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე საგზაო დეპარტამენტს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.

 გიგა შუშანიას განცხადებით, ქუთაისში ცენტრალურ ქუჩებზე სამუშაოები შეჩერებულია, რაც კომპანიებთან ხელისუფლების შეთანხმებულ მოქმედებებზე მიანიშნებს.

 ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას თანხის ნაწილი წინასწარ დაურიცხეს, სამუშაოების შეწყვეტის შემდეგ კი დამატებით 900 000 ლარი დაერიცხა. მისი თქმით, მსგავსი პრაქტიკა სხვა ქუჩებზეც მოქმედებს და მიტოვებული სამუშაოების გამო ქალაქში გადაადგილების პრობლემაა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში კორუფციის არსებობას გამორიცხავენ, არ გამორიცხავენ, რომ სამუშაოების გასაგრძეკებლად ახალი ტენდერი გამოცხადდეს.

ცნობისთვის, ქუთაისში, აღმაშენებლის და წერეთლის გამზირზე გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ავტომობილების გადაადგილება გართულებულია, რაც მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი ხდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა