|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თავისუფალი დემოკრატების" ქუთაისის ოფისში რეორგანიზაციაა

"თავისუფალი დემოკრატების" ქუთაისის ორგანიზაციის ყოფილი აღმასრულებელი მდივანი ხათუნა გუდაძე  ორგანიზაციაში განვითარებული მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში წერს: "ქუთაისის თავისუფალი დემოკრატების გამგეობას 2016 წლის 18 იანვარს ელექტრონულ ფოსტაზე მოგვივიდა მპგ "თავისუფალი დემოკრატების" 2016 წლის 10 იანვარს ჩატარებული გამგეობის სხდომის ოქმი/გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმებულ იქნა ქუთაისის ორგანიზაციის შიდა სტრუქტურა, ამავე სტრუქტურით განსაზღვრული თანამდებობები და თანამდებობების პირთა უფლებამოსილებები, ანუ პარტიის ხელმძღვანელობამ ქუთაისის "თავისუფალ დემოკრატებთან" ყოველგვარი წინა შეხვედრების გარეშე ერთი ხელის მოსმით, ყოვლად უმიზეზოდ, უსაფუძვლოდ, ახსნა-განმარტების გარეშე გაანადგურა ქუთაისის თავისუფალი დემოკრატების 4 წლიანი მოღვაწეობის ისტორია და ამ პერიოდის მანძილზე მათ მიერ გაკეთებული საქმეები.
ბრავო, თავისუფალო დემოკრატებო!", -აცხადებს ხათუნა გუდაძე.

როგორც მან "ნიუპრესს" განუცხადა, დაკავებული პოსტებიდან გათავისუფლების მიუხედავად, ისინი პარტიის დატოვებას არ აპირებენ და  პარტიის რეგიონალურ კონფერენციას ელოდებიან.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა,  პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ქუთაისის ორგანიზაციის  ხელმძღვანელს   მამუკა ხურციძეს პოსტი დაატოვებინეს. ის გიორგი ხაზარაძემ შეცვალა. 

ავტორი: ირინა მაკარიძე