|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თავისუფლება მიშას" - სლოგანი ქუთაისის საკრებულოზე

"თავისუფლება მიშას" - ამ სლოგანით არიან წარმოდგენილი ქუთაისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. ისინი მიხეილ სააკაშვილს სოლიდარობას უცხადებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ.

ახალი მოწვევის საკრებულო დღეს, 3 დეკემბერს, პირველად შეიკრიბა. ქუთაისის მეშვიდე მოწვევის 35 წევრიან საკრებულოში, "ქართულმა ოცნებამ" 18 მანდატი მოიპოვა, ოპოზიციამ - 17. მმართველ პარტიას ხუთი მაჟორიტარი ეყოლება, ოპოზიციას - ორი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა