|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება

 თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება, ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელენს. 

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა  თბილისიდან 9 აპრილს და ბათუმიდან 11 აპრილს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. 

მატარებლის მოძრაობის განრიგი მოცემულია ცხრილში. 

 შეგახსენებთ, კოვიდ19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის  დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში  არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს.

ავტორი: ნიუპრესი