|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თბილისის მერმა ძაღლი მიიყვანა მერიაში და ქუთაისის მერმა კატა მოიყვანოს, ოღონდ გამოჩნდეს"

თბილისის მერმა ძაღლი მიიყვანა მერიაში და ქუთაისის მერმა კატა მაინც მოიყვანოს, ოღონდ გამოჩნდეს-განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გია უკლებამ საკრებულოს სხდომაზე, რითაც საკრებულოს სხდომაზე მერის გამოუცხადებლობა გაპროტესტა.

მისი თქმით, ჭიღვარია არ ჩანს და ჩნდება კითხვები, ყავს თუ არა ქუთაისს მერი.

"სად არის გიორგი ჭიღვარია, სად იმალება, მოვიდეს და დავინახოთ ყავს თუ არა ქუთაისს მერი, თბილისის მერმა ძაღლი მიიყვანა მერიაში და ამან კატა მაინც მოიყვანოს, ოღონდ გამოჩნდეს"- განაცხდა გია უკლებამ.

მას  ვიცე-მერმა იუზა უგულავამ უპასუხა, მისი თქმით,  განაცხდა რომ მერს მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს და დღის წესრიგს მათ ვერ შეუთანხმებს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა