|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისის ქუჩის სამუშაოების დასასრულებლად კომპანიამ დამატებით 80 000 ლარი მოითხოვა

ქუთაისში, თბილისი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულებლად კომპანია ვადის გახანგრძლივებას და დამატებით თანხებს ითხოვს.  კომპანია "საქმილსადენმშენის" წარმომადგენელი "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, რომ თანხა დაახლოებით 70-80 000 ლარია. მისი თქმით, პროექტში შესატანი ცვლილებების შესახებ უკვე მიმართეს მერიას და სავარაუდოდ, ცვლილებები ამ კვირაში შევა.

"ცვლილებები წარვუდგინეთ მერიას, განიხილავს მერი და როდესაც დაამტკიცებს, იქნება დამტკიცებული, რაღაც შენიშვნები ქონდათ ცვლილებებთან,  დავალებული მიეცათ, მათ ვისაც ეკუთვნის და ალბათ, ამ კვირაში გადაწყდება. ვადის გაზრდას ვითხოვთ, ისეთი არის კომუნიკაცია, რომელიც პროექტში არ ჩანდა,  დაახლოებით ორი თვე ვითხოვეთ. სამუშაო როდესაც იზრდება, თანხაც იზრდება, აბა, საკუთარი ძალებით ხომ არ გავაკეთებთ? ამ ეტაპზე 70-80 ათასი ლარია", -განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ავთანდილმა, რომელმაც გვარი არ დაასახელა.  ის ჩვენმა კითხვამ, თუ მერიამ ცვლილებები არ დაამტკიცა, ამ შემთხევვაში როგორ დასრულდება სამუშაოები, გააღიზიანა: "როგორ  არ დაამტკიცებს?  ჩვენ თვითნებურად კი არ ვცვლით"-განმარტა მან.

საპირისპიროს აცხადებს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილი და განმარტავს, რომ ჯერჯერობით მერიაში მოთხოვნა ოფიციალური სახით არ შესულა.

"ჯერ საბუთები არ შემოსულა კორექტირებაზე. ჯერჯეობით მაგ თემაზე ჩვენთან არაა საუბარი, რომ მოვა, მერე გავივლით"-განაცხადა ბექა ყურაშვილმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მერიაში განმარტეს, რომ ცვლილებების განხილვა უკვე მიმდინარეობდა.

"პროექტის კორექტირება განხილვის პროცესშია. თუმცა, სანამ არ მოხდება განხილვის პროცესის დასრულება და იმის დადგენა, თუ რამდენად ლეგიტიმურია კომპანიის მოთხოვნა, ვადის გადაწევასთან დაკავშირებით, ქუთაისის მერია გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. თუ კომპანიის მოთხოვნა ლეგიტიმურია, მაშინ მას მიეცემა ვადა კანონმდებლობის შესაბამისად", -აცხადებდნენ მერიაში. 

თბილისის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოებს გუშინ იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე,  ქუთაისის ვიცე-მერი გიორგი იობაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი გაეცნენ.

ცნიბისთვის, თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. 1 056 000 ლარიანი პროექტს "საქმილსადენმშენი" ასრულებს. 

ქუთაისში, თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დათქმულ ვადებში ვერ სრულდება

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა