|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისში დაგეგმილ აქციას იმერეთიდან 22 ათასამდე მხარდამჭერი უერთდება

თბილისში, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ შემაჯამებელ აქციას ქუთაისიდანაც უერთდებიან.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერების ნაწილი სპორტის სასახლესთან შეიკრიბა და კოლონების ნაწილი ქალაქიდან უკვე დაიძრა.

როგორც პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში აცხადებენ, აქციას ქუთაისიდან დაახლოებით 6000 ადამიანი უერთდება, იმერეთიდან კი ჯამში. 22000- მდე მხარდამჭერი მიემგზავრება.

მათი თქმით, გზაზე შეფერხების თავიდან ასაცილებლად, რეგიონებიდან წინასწარ გაწერილი გრაფიკით მიდიან.

შემაჯამებელი აქცია 17:00 საათზე იგეგმება, თუმცა მხარდამჭერების შეკრება თავისუფლების მოედანზე 15:00 საათიდან დაიწყება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა