|
  • EUR 1 = GEL 3.9447
  • USD 1 = GEL 3.3193
|

თბილისში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებული პირს მძევლები ყავს აყვანილი

თბილისში,   წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებული პირია შეჭრილი. ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და აცხადებს, რომ ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

 საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ერთ შეიარაღებულ პირს 9 მძევალი ყავს აყვანილი.  

შშს-ს ინფორმაციით, გამოძიება  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე ,  სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო. 

შშს მედიას შემთხვევის ადგილიდან პირდაპირი ტრანსილაციის შეწყვეტა მოითხოვა. 

ავტორი: ნიუპრესი

თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები საქართველოში?

დემოკრატიულად - 22.5%
მცირე დარღვევებით - 12.5%
გაყალბებით - 65%
სულ - 40 ხმა