|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ადვოკატი შურისძიების ვერსიას გამორიცხავს

დღეს თბილისში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ადვოკატი შურისძიების ვერსიას გამორიცხავს. მისი თქმით, ის არც რამდენიმეჯერ ნასამართლევი ყოფილა, როგორც ინფორმაცია გავრცელდა. 

ადვოკატი ნიკოლოზ წულეისკირი ცოტა ხნის წინ ავჭალაში შემთხვევის ადგილზე მივიდა, სადაც ნემსიწვეტიძე მანქანაში ჩაცხრილეს. 

 

„ბავშვის ნათლია ვარ, ოჯახის წევრებმა დამირეკეს და მოვედი. ეჭვი მეპარება შურისძიებაზე, ჩემი მეგობარი იყო და საკმაოდ კარგად ვიცნობდი. არანაირი ბუნტი, რაც შეეხება ნასამართლეობას, რამდენჯერმე არ იყო, ერთხელ იყო ნასამართლევი და სტრასბურგიდან გადაწყვეტილება ჩამოვიდა, რომლის მიხედვითაც ის უკანონოდ იყო ნასამართლევი. არანაირ ციხის ბუნტში არ იღებდა მონაწილეობას, პატიოსან ადამიანზე ვსაუბრობთ, როგორც კრიმინალზე არ ვსაუბრობთ. რომელ შურისძებაზეა ლაპარაკი, მეუღლე ნორმალურად ვერ ლაპარაკობს, დამირეკა და ძლივს მითხრა, რომ გარდაცვლილია. საერთოდ არ გვაქვს წარმოდგენა, რა მოხდა. მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს" - განაცხადა წულეისკირმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა