თერჯოლაში 11 წლის ბიჭი ხეზე ჩამომხრჩვალი მამამ იპოვა - უცნობია, რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე გამოწვეული თვითმკვლელობის გამო ასაკოვანი მამაკაცი დააკავეს.
მას ბრალად შვილზე ძალადობა ედება. შემთხვევა გუშინ მოხდა. 11 წლის ბავშვი ხეზე ჩამომხრჩვალი მამამ იპოვა და სავარაუდოდ, პოლიციაც მან გამოიძახა.
ადგილობრივების თქმით, მამის შვილზე ძალადობის შესახებ მათ არ სმენიათ, თუმცა ძალადობის ფაქტს ცალსახად ვერ უარყოფენ. მათი თქმით, მამაკაცს შვილთან კარგი დამოკიდებულება ქონდა და არ იციან რა შეიძლებოდა გამხდარიყო მიზეზი. ბავშვი მამასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობდა, დედა წლებია საბერძნეთშია სამუშაოდ წასული.
"არ ვიცით, რა მოხდა. ხეზე ჩამომხრჩავლი იპოვეს. არ გაგვიგია, რომ შვილზე ეძალადოს, არც ჩხუბის ხმა გაგვიგია, რომ ეჩხუბათ, ხმას მაინც გავიგონებდით. პატარა კონფლიქტი ყველა ქონია, მაგრამ ძალადობის შესახებ არ გაგვიგია. კარგი მამა იყო, მაგის გაზრდილია, დედა საბერძნეთშია წასული. ზოგადად, არ იყო რთული ადამიანი, არც სვამდა, ოჯახს უვლიდა"-განაცხადეს ადგილობრივებმა.
დაკავებულს ბრალის დადასტურების შემთზვევაში 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი