|
  • EUR 1 = GEL 3.4801
  • USD 1 = GEL 3.1916
|

თერჯოლაში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს

 თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა მოადგილე მანუჩარ რობაქიძესა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ზედა სიმონეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, გვადიბაძეების უბანში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, ასევე ქვედა სიმონეთის წყალმომარაგების სისტემაში არსებულ პრობლემებს გაეცნო.

"რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის დასრულების შემდეგაც ზედა სიმონეთში  741 ოჯახი წყლით იქნება უზრუნველყოფილი. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით და დამატებითი წყლის მარაგის მისაღებად, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიმდინარეობს აქტიური ღონისძიებები", - განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

 მისი თქმით, წყალმომარაგების გაუმჯობესება, მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადგილობრივი ხელისუფლებისათვის პრიორიტეტულ საკითხად რჩება.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა აღდგეს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა?

დროა - 78.18%
ჯერ ადრეა - 14.55%
მთავრობამ უკეთ იცის - 7.27%
სულ - 55 ხმა