|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის შესარჩევად კონკურსი ცხადდება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (დროშის) პროექტის შესარჩევად ხელმეორედ გამოცხადდა კონკურსი. პირველად გამოცხადებულ კონკურსში მხოლოდ მუნიციპალიტეტის გერბის ნიმუში შეირჩა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს. ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 1 ოქტომბერი. 
 დროშის პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით და  ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს:
•ჰერალდიკური მემკვიდრეობა;
•ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა;
•ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა;
•ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული, ეთნოგრაფიული ან მითოლოგიური ნიშანი(სიმბოლო).
კონკურსის პირობების თანახმად, ერთ ავტორს მხოლოდ ერთი ნიმუშის წარდგენის უფლება აქვს. დროშის პროექტების შესრულება დასაშვებია ნებისმიერი სახვითი საშუალებით და კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით. ნამუშევრები შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე. გამარჯვებული ავტორისთვის დაწესებული პრემია 500 ლარია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა