თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა
თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. კლინიკა "თერჯოლამედის" დორექტორის დავით სარიშვილის ინფორმაციით, გარდაცვალება გუშინ დაფიქსირდა.
მათი ასაკი 45-დან 82 წლამდე იყო. ყველა პაციენტს თანმდევი დაავადებები ქონდა, მდგომარეობა მძიმე იყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კლინიკაში ასზე მეტი პაციენტი ყავთ, 16 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ცნობისთვის, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 37 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის მაშტაბით კოვიდით გარდაცვალების სულ 1 267 შემთხვევაა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა