|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თეთრ ხიდზე" მოძრაობა შეიზღუდება

ქუთაისში "თეთრ ხიდზე" მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება. მერიის ინფორმაციით, სამუშაოების დაწყების პერიოდში მოძრაობა თეთრ ხიდზე ეტაპობრივად შეიზღუდება. 

სამუშაოებს ყაზახური კომპანია "ალმა-რუს საქართველოს ფილიალი" შეასრულებს, რისთვისაც  435 999 ლარი გამოიყო.

კომპანიამ სამუშაოები სექტემბრამდე უნდა დაასრულოს. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, დღეიდან უკვე იწყება მოსამზადებელი სამუშაოები. მისივე თქმით, სამუშაოები ხარისხიანად ჩატარდება და რეაბილიტაციაც ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროში მოხდება. 

"თეთრის ხიდის" რეაბილიტაციისთვის ტენდერი განმეორებით გამოცხადდა. სამუშაოების ფარგლებში მოხდება ხიდის საფარის შეცვლა და ზედ დეკორატიული თეთრი ქვების მოწყობა, ლითონის ფურცლების დამაგრება მოქლონებით და მოხდება წარწერების და დეკორატიული ელემენტების გრავირება,  ასევე მოხდება მოაჯირების შეღებვა, ლამპიონების შეცვლა და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება.

 

ქუთაისში „თეთრი ხიდის“ რეაბილიტაცია, შესაძლოა, ყაზახურმა კომპანიამ მოახდინოს

ქუთაისში „თეთრი ხიდის“ რეაბილიტაციისთვის განმეორებით გამოცხადებული ტენდერი დასრულდა

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა