|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თეთრ ხიდზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს

ქუთაისში, თეთრ ხიდზე, ქალაქის ჰიმნის თანხლებით საქართველოს და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ამ ფორმით გამჭვირვალოს კანონპროექტი გააპროტესტეს.

შეკრებილების თქმით, ეს არის გზავნილი ქუთაისიდან და კიდევ ერთხელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაიწვიონ კანონი, რომელიც შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას.

დღესვე აქციის მონაწილეები ქუთაისის ქუჩებში მსვლელობას გამართავენ და მოქალაქეებს შეერთებისკენ მოუწოდებენ.

„გადავწყვიტეთ, დღეს სხვა ფორმით გამოგვეხატა პროტესტი. თეთრ ხიდზე გადავფინეთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ასევე პლაკატი "არა რუსულ კანონს!". ამ ფორმით მოვიწოდეთ ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონპროექტი. არ დავიღლებით, ვიდრე მთავარი მოთხოვნა არ შესრულდება. ასევე გაგრძელდება მსვლელობა ქალაქის ქუჩებში, რომ მეტ ადამიანს გავაგებინოთ ჩვენი მოთხოვნა", -აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ავტორი: ნიუპრესი