|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერი მგზავრობის ტარიფის გაზრდას არ გამორიცხავს

ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირების საკითხი კვლავ აქტუალურია.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების ნაწილი ფასის გაზრდას არ გამორიცხავს. ისინი ვარაუდობენ, რომ მგზავრობის ღირებულება, შესაძლოა, 1 აპრილიდან გაიზარდოს. ნაწილი კი ტარიფების შესაძლო მატებას არ ადასტურებს.

"ჯერჯერობით, დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ქალაქის მერი. ჩვენი ინფორმაციით, ტარიფი, სავარაუდოდ, პირველი აპრილიდან გაიზრდება",-აცხადებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები.

გადამზიდები ქალაქში დაბრუნებულ მერთან  შეხვედრებს მართავენ. ამ დროისთვის არსებული ტარიფების შესწავლა და ახალ გრაფიკებზე მუშაობა მიმდინარეობს. შოთა მურღულია არ გამორიცხავს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ტარიფის გაზრდა მოხდეს.

"მოლაპარაკებები და თემის შესწავლა მიმდინარეობს. წმინდა ეკონომიკური საკითხია. თუ ვნახავთ, რომ შეუძლებელია ამ ფასით გადაადგილება, არაპირდაპირ სუფსიდირებას გამოვიყენებთ და იმის მიხედვით, გადავწყვეტთ, შესაძებელია თუ არა მატება. ამ ფასში თუ შესაძლებელია ეკონომიკურად სარგებელი ნახოს გადამზიდავმა, მაშინ გაძვირებას არ განვიხილავთ, ინფორმაცია განრიგებთან დაკავშირებით დღეს უნდა მოგვაწოდონ. ბევრი საკითხია. ვინმეს კეთილ ნებაზე არ არის დამოკიდებული, მოიმატოს, ან არ მოუმატოს. უნდა ვიცოდეთ, თუ ფასი იქნება უფრო დაბალი, ვიდრე გადაყვანის ღირებულება, მაშინ ტრანსპორტი ვერ იმუშავებს", -განაცხადა შოთა მურღულიამ.

მერის თქმით,  ავტობუსების მიერ გრაფიკები სრულად ირღვევა, ამიტომ დამუშავდება ახალი გრაფიკები.

"ავტობუსების გრაფიკი სრულად ირღვევა, მაგრამ ჩვენც ვხედვათ, ისეთი გრაფიკი გვაქვს მიცემული, 70 თეთრიც რომ გახდეს, იმ გრაფიკს ვერ დაიცავენ, ამიტომ ახალ გრაფიკებზე ვმუშაობთ. რაც მთავარია, მგზავრი გადაუყვანელი არ რჩება. მაგრამ დაითვლება საწვავი, შენახვა და მგზავრების რაოდენობა. ამის მიხედვით, თუ  გამოჩნდება, რომ ეკონომიკურად ვერ შეძლებენ, ორ გზას განვიხილავთ: სუფსიდირების, ან ფასის მომატებისა და სუფსიდირების",-განაცხადა შოთა მურღულიამ.

მერის თქმით, 10 თეთრიანი მატება არცერთ შემთხვევაში სოციალურად დაუცველებს არ შეეხებათ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა