|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტურისტული ინდუსტრია ვაქცინაციის კონტექსტში პრიორიტეტული ჯგუფი იქნება - ნათია თურნავა

ტურისტული ინდუსტრია ვაქცინაციის კონტექსტში პრიორიტეტული ჯგუფი იქნება, რადგან ახლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,  - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება, რომელიც ძალიან სწრაფად აღგვადგენინებს ეკონომიკას. აქედან გამომდინარე, სამინისტროს სისტემაში შემავალი ტურიზმის ადმინისტრაცია იმუშავებს სხვადასხვა ასოციაციასთან - ესენია ტურისტული ასოციაციები, რესტორატორთა ასოციაცია, სასტუმროების ასოციაციები.

„ვიმუშავებთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად შედგეს შესაბამისი სიები სხვადასხვა რესტორნის, სასტუმროს, ტუროპერატორი კომპანიების თანამშრომლების და მოხდება მათი, რასაკვირველია, ნებაყოფლობითი, მაგრამ ორგანიზებული ვაქცინაცია, რაშიც შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროც დაგვეხმარება. შედეგად ის ორგანიზაციები, კომპანიები, სადაც დასაქმებული პერსონალის უდიდესი უმრავლესობა ჯანდაცვის სამინისტროს დაწესებული წესების დაცვით იქნება ვაქცინირებული და ჩაითვლება კოვიდ უსაფრთხო სასტუმროდ, რესტორნად, კოვიდ უსაფრთხო კომპანიად, ყველა ჩვენს საერთაშორისო პლატფორმაზე, ჩვენს ხელთ არსებული ყველა მარკეტინგული შესაძლებლობით გავუწევთ მათ პრომოუშენს და მთელი მსოფლიო შეიტყობს, რომ საქართველოში ესა თუ ის სასტუმრო თუ რესტორანი კოვიდ უსაფრთხოა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ეს ძალიან დაგვეხმარება, რომ სწრაფად აღდგეს ტურისტული ინდუსტრია.

 

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.25%
გაუარესდა - 68.18%
არ შეცვლილა - 12.57%
სულ - 374 ხმა