|
  • EUR 1 = GEL 3.4221
  • USD 1 = GEL 3.0465
|

"თურმე ტურისტები რომ გაიგებენ, "ქუთაისი ქალაქია" გამოიქცევიან და მოაწყდებიან ქუთაისს"

თურმე ტურისტები რომ გაიგებენ, "ქუთაისი ქალაქია" , გამოიქცევიან და მოაწყდებიან ქუთაისს  - ამგვარად ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე ქალაქის ახალ ტურისტულ სლოგანს აკრიტიკებს, რომლის შემუშავებისათვის ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარი გაიხარჯა.

გიგა შუშანიას განცხადებით, მერია ნაცვლად იმისა,  პანდემიით დაზარალებულ მოქალაქეებს ეხმარებოდეს, ათასობით ლარს გაუგებარი აქტივობებისათვის ხარჯავს. 

"ქუთაისის ტურისტულმა ცენტრმა, რომლის შენახვა წლიურად 700 ათასილ ლარი ჯდება,  დამატებით 50 ათასი ლარი დახარჯა, რის შედეგად მივიღეთ სლოგანი -"ქუთაისის ქალაქია".  თურმე ტურისტები რომ გაიგებენ, ქუთაისი ქალაქია, გამოიქცევიან და მოვარდებიან ქუთაისში. გარდა ამისა, ამ ორგანიზაციას  გამოცხადებული აქვს  60 ათას ლარიანი ტენდერი, გამარჯვებული გამოვლენილია და აპირებს 20 გიდს ჩაუტაროს ტრენინგი.  ახლა, როდესაც გაჩერებულია ტურიზმი, ეს თანხები - 110 ათასი ლარის  სრულიად საკმარისი იქნებოდა პენსიონრების  100 ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერი, ხოლო 50 გიდს, რომელიც რეგისტრიტებულია ქუთაისში,  300 ლარიანი დახმარება მიეღო", -აცხადებს გიგა შუშანია.

მისი თქმით, ქუთაისის ბიუჯეტიდან ერთი გიდისათვის რამდენიმე ტრენინგის ჩასატარებლად 3 ათასი ლარი იხარჯება, მაშინ როდესაც უნივერსიტეტში მთელი წლით სწავლის მიღება უფრო იაფი ჯდება. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 60%
უარყოფითად - 37.5%
მიჭირს პასუხის გაცემა - 2.5%
სულ - 40 ხმა