|
  • EUR 1 = GEL 3.4795
  • USD 1 = GEL 3.1916
|

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისში ხანძარია

ხანძარია ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისში.

ტყიბულის მერის თემურ ჩუბინიძის ინფორმაცით, ცეცხლი დაახლოებით 6 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე ჩაის გამხმარ ბუჩქებს და გვიმრას უკიდია.

როგორც მერი ამბობს, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ და ცეცხლის დასახლებულ ტერიტორიამდე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა აღდგეს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა?

დროა - 78.18%
ჯერ ადრეა - 14.55%
მთავრობამ უკეთ იცის - 7.27%
სულ - 55 ხმა