|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტყიბულში სპორტის სასახლის რეაბილიტაციისათვის 1. 439. 230 ლარი დაიხარჯება

ტყიბის მუნიციპალიტეტის გამგეობა სპორტის სასახლის სარეაბილიტაცისამუშაოებისთვის 1`439`230.00 ლარიან ტენდერს აცხადებს. მიმწოდებელმა სპორტისა სასახლის რეაბილიტაცია 2016 წელს უნდა დაასრულოს. 

სახელშეკრულებო პირობებით, პრეტენდენტს უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში (2012, 2013 და 2014 წლები) უნდა გააჩნდეს მინიმუმ 1500000 ლარის სპორტული დანიშნულების შენობების რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების გამოცდილება. ამავდროულად, მუშა ხელი მაქსიმალურად ადგილობრივი მოსახლეობით უნდა დაკომპლექტდეს.

შემსყიდველი უფლებამოსილია სამუშაოს შესრულების პარალელურად მოახდინოს სამუშაოების შემოწმება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი გეგმა გრაფიკისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, რომლის მიზანია მისი შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.

 28 აპრილს გამოცხადებული ტენდერი 4 მაისს სრულდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი