|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უფასო ინტერნეტი და ელექტროენერგია–ქუთაისში ენერგოეფექტური სკვერი გაიხსნა

ქუთაისში ენერგოეფექტური სკვერი გაიხსნა. სკვერი რუსთაველის გამზირზე მდებარეობს, სადაც ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებდა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებითა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ადგილზე  „მზის გვირილა“ დამონტაჟდა.

ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის, პაატა კლდიაშვილის განცხადებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ეკონომიკური განვითარების განყოფილების ინიცირებით მიიღო გადაწყვეტილება ქალაქის ცენტრალურ-ისტორიულ უბანში ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით აღჭურვილი ეკოლოგიურად სუფთა სკვერის მოწყობის შესახებ. აღნიშნულ სკვერში პროექტით გათვალისწინებულია მზის ელემენტებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კონსტრუქციის, ე.წ. „მზის გვირილის“ დამონტაჟება, სადაც თავმოყრილი იქნება USB დასამუხტი წერტილები (მობილური ტელეფონების, ნოუთბუქებისა და სხვა ელექტრო ტექნიკისათვის), მოსასვენებელი სკამები განათებით, გამწვანება (სკვერი შესაძლებელია შემოსაზღვრული იქნეს ერთი მეტრის სიმაღლის ბუჩქოვანი მცენარეებით, ასევე დამუშავდეს და შეივსოს სკვერში არსებული მცენარეული საფარი) და მზის ენერგიაზე მომუშავე სანათი წერტილები. რომელიც დაგეგმილია „დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება (EC-LEDS) სუფთა ენერგიის პროგრამის“ მიერ.

ადგილზე დამონტაჟებული 30 ტიპის მობილურისა და სმარტფონის დამტენები. ასევე უახლოეს პერიოდში შესაძლებელი იქნება ელექტორნული ბიბლიოთეკით სარგებლობა.

 ენერგოეფექტური სკვერი ამიერკავკაციაში პირველია. მას  ქუთაისში სათემო სოციალური მარკეტინგის საპილოტე კამპანიის ფარგლებში, დონორი ორგანიზაცია - „ვინროკ ინტერნეიშენალ ჯორჯია“ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხსნის.  აღნიშნული ტექნოლოგიური ინსტალაცია, დღისით მასზე განთავსებული მზის ბატარეების მეშვეობით, იღებს საჭირო ენერგიას და გამოიყენება როგორც ავტონომიური დასამუხტი საშუალება, რაც უფრო მეტად ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრების წესის დანერგვას შეუწყობს ხელს. ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის გახსნის შემდეგ აღნიშნულ სკვერში ხელმსაწვდომი იქნება WI-FI, ელ. ბიბლიოთეკა და სხვადასხვა ინფორმაციის მიღება QR კოდების მეშვეობით.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა