|
  • EUR 1 = GEL 2.6921
  • USD 1 = GEL 2.411
|

"გუბერნატორი არის ცენტრალური ხელისუფლების ნაჯახი" [VIDEO]

"ახალი საქართველოს" დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმებას მოითხოვს. ვაშაძის მოსაზრებას იზიარებენ ოპოზიციური პარტიების ქუთაისის ორგანიზაციებში.

გუბერნატორის ინსტიტუტის აუცილებლობაზე საუბრობს ქალაქის მერი. შოთა მურღულიას განცხადებით, გუბერნატორის ინსტიტუტი აუცილებელია, თუმცა თვლის, რომ ახალი ფუნქციების დამატება მნიშვნელოვანია.  

საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა იმერეთის გუბერნატორმა. პრესსამსახურის განმარტებით, ერთი პოლიტიკოსის მოთხოვნის გამო გივი ჭიჭინაძე ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს.

 

 

 

(სიუჟეტის დასრულება გაჭიანურდა იმის გამო, რომ ვცდილობდით საკითხთან დაკავშირებით გუბერნატორის კომენტარის მიღებას, რომელიც საბოლოოდ მაინც არ შედგა) 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი, ნესტან ჩაგელიშვილი