|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში "ცისფერყანწელთა" ხეივანი გაიხსნა

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში "ცისფერყანწელთა" ხეივანი გაიხსნა. პარკის ადმინისტრაცია "ცისფერყანწელთა" იუბილეს გამოეხმაურა. მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი მერიის ააიპია, სადაც მიმდინარე წელს რეზო ჭეიშვილის და ოტია იოსელიანის ხეივნები გაიხსა, ასევე დაიდგა ოტია იოსელიანი ბიუსტი.

დღესვე მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ურბანული ხელოვნების ნიმუში შესრულდა. პარკის ერთ-ერთ კუთხეში, რომელსაც რეზო ჭეიშვილის ხეივანი ეწოდა შენობის ფასადზე ნახატი განთავსდა. ნამუშევარი არტ სტუდია „თერაპიას“ მიერ შესრულდა. 

 

 

 

 

 

 

 

  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი