|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანში გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლე მომხდარში სამართალდამცველებს ადანაშაულებს

ვანში, სოლომონ მეორის ქუჩაზე მცხოვრები სიმონიები სამართალდამცველებს მამაკაცის მკვლელობაში ადანაშაულებენ.

თეონა სიმონიას თქმით, მისი მეუღლე 13 მარტს საბერძნეთიდან ჩამოვიდა, ის აეროპორტიდან სახლში გაუშვეს. 17 მარტს ღამით, ოჯახში შევიდა ვანის პოლიცია, ჩატარდა ჩხრეკა და 29 წლის შალვა სიმონია განყოფილებაში წაიყვანეს. მას ბრალად ვანში მარკეტის ყაჩაღობა ედებოდა.

18 მარტს დაკავებული სამტრედიის წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა, მას სხეულზე რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა.

19 მარტს კი ოჯახის ადვოკატს დაუკავშირდა გამომძიებელი და უთხრა, რომ დაკავებულმა თვითმკვლელობა სცადა და საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. მოგვიანებით, კი ოჯახს აცნობეს, რომ დაკავებული საამტრედიის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის არ სჯერა გარდაცვლილის მეუღლეს. მისი თქმით, მამაკაცს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, თუმცა ნაჭდევი არ აქვს ყელის არეში, რაც თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

თეონა სიმონიას თქმით, მათ ორი არასრულწლოვანი შვილი ყავთ და მისი მეუღლე თავს არ მოიკლავდა. მისივე ინფორმაციით, მამაკაცი ეპილეფსიით დაავადებული იყო და მას დაზიანება აქვს თავის არეშიც.

ოჯახი მომხდარში ვანის და სამტრედიის პოლიციას ადანაშაულებს.

მათი ინფორმაციით, სხეულს ექსპერტიზა ჩაუტარდა და ახლა სამართლის დადგენაში დახმარებას ითხოვენ.

 შსს-ს ინფორმაციით მამაკაცის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით საქმე 115-ე, თვითმკვლელობის მუხლით არის აღძრული. უწყების ცნობით, 1990 წელს დაბადებული შ.ს-მ ვანში სუპერმარკეტ "მაგნიტის" მოლარე ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გასტაცა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა