|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ველოდებით დასკვნას"- ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ექსპერტები შევიდნენ

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში არსებული მდგომარეობა ექსპერტებმა შეისწავლეს. როგორც სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი "ნიუპრესთან" საუბარში განმარტავს, სპეციალისტები სკოლაში ჭერის ჩამონგრევის შემდეგ შევიდნენ. მისივე თქმით, შემოწმების შედეგები ჯერ არ მიუღიათ.

"ჭერის ჩამონგრევის შემდეგ მოვიდნენ განათლების სანინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის სპეციალისტები, შეისწავლეს მთელ სკოლაში არსებული მდგომარეობა, შეამოწმეს ჭერი, დასკვნას ველოდებით, ამის შემდეგ გადაწყდება, როგორ ვიმოქმედებთ ზაფხულზე. თუ საჭიროება მოითხოვს,  რეაბილიტაცია ჩატარება და ხარვეზები გამოსწორდება", -განაცხადა მურად ჯიშკარიანმა.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ ჩამონგრეული ჭერი გაკეთდა.

შეგახსენებთ,  სკოლაში ჭერის ჩამოვარდნის ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლოს ჭერი  სკოლის პირველ კლასში ერთი თვის წინ ჩამოინგრა. სკოლის  რეაბილიტაცია 2015 წელს თამაზ თამაზაშვილის კომპანიამ "თაგი" განახორციელა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა