|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვერაფრით ამოვხსენი რებუსი, რას ნიშნავს, მეორე ლუქსემბურგი უნდა გავხდეთო - რომან გოცირიძე

ვერაფრით ამოვხსენი რებუსი, რას ნიშნავს, მეორე ლუქსემბურგი უნდა გავხდეთო, რომ გასცა საარჩევნო დაპირება პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს.

როგორც ის აღნიშნავს, დიდი მცდელობის მიუხედავად,  საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის მსგავსების ნატამალიც კი ვარ იპოვა.

მისი თქმით, საქართველოსგან განცხვავებით იქ ერთსქესიანთა ქორწინება ნებადართულია. მეტიც,  პრემიერიც  მისსავე სქესის წარმომადგენელზეა დაქორწინებული. 

„ვერაფრით ამოვხსენი რებუსი, რას ნიშნავს, მეორე ლუქსემბურგი უნდა გავხდეთო, რომ გასცა საარჩევნო დაპირება პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა. ჯუჯა სახელმწიფოა, კახეთზე ოთხნახევარჯერ პატარა, ერთ სულზე მშპ-ს ოდენობით ნომერ პიეველია მსოფლიოში, 28-ჯერ მეტი აქვს საქართველოსთან და 3-ჯერ მეტი საფრანგეთთან შედარებით. არის საბანკო ოფშორი, სადაც განლაგებულია მსოფლიოს 200 წამყვანი ბანკი. საქართველოში მხოლოდ ერთი იყო ასეთი და ისიც გაიქცა. ნებადართულია კაცის კაცზე ქორწინება. პრემიერ მინისტრიც კაცზეა ოფიციალურად დაქორწინებული.

მოკლედ, ვერაფრით მივაკვლიე ხელჩასაჭიდ მსგავსებას.

სინგაპური გვინდა გავხდეთო რომ ვამბობდით, ამას ხომ არ ბაძავს მეთქი, მაგრამ სინგაპურში რასაც ვგულისხმობდით ნათელი იყო-მინიმალური ნებართვები და ზოგადად მეტი თავისუფლება ბიზნესის კეთების საქმეში.

იქნებ იმას გულისხმობდა, რომ ლუქსემბურგი კონსტიტუციური მონარქიაა, ე.წ. დიდი ჰერცოგი ჰყავს, რომელიც მართავს მთავრობას? მაგრამ ის კაცი ღიად მართავს ნაქირავებ სასტუმროში განთავსებულ მთავრობას, ეს კი ვერ გაიგებ რომელი რეზიდენციიდან გასცემს ბრძანებებს ფარულად.

ვერაფერი გავიგე! თქვენ?“- წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო აღმოსავლეთის ლუქსემბურგი უნდა გახდეს.

„ერთ-ერთი მთავარი დიდი პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვიწყებთ, იქნება სწორედ ახალი ქალაქის მშენებლობა გონიოში. გონიო უნდა გახდეს ახალი ფინანსური ცენტრი. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ გახდეს აღმოსავლეთის ლუქსემბურგი. ეს არის ამბიციური გეგმა და ხედვა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა განვახორციელოთ. ამისთვის ჩვენ გვჭირდება სტაბილური გარემო“- განაცხადა ღარიბაშვილმა..

 

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.25%
გაუარესდა - 68.18%
არ შეცვლილა - 12.57%
სულ - 374 ხმა