|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საკრებულოს დეპუტატები, რომლებმაც პრემიები რამდენჯერმე მიიღეს

ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ პრემირების ძველ სისტემაზე უარი თქვა და პრემიების და  გაცება დამსახურების მიხედვით დაიწყო. "ნიუპრესი" დაინტერესდა რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქუთაისის საკრებულოში და რომელმა დეპუტატმა რა ოდენობის სახელფასო დანამატი–პრემია მიიღო.

ხელფასის 100%–იან დანამატს იღებენ ყოველ თვეში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, მათი ხელფასი 2150 ლარს შეადგენს. 

1700 ლარი მიიღეს პრემიის სახით საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების წევრებმა.

მიმდინარე წელს სამჯერ აიღო პრემია საკრებულოს "ფრაქცია "ქუთაისისათვის" თავმჯდომარემ დავით წიტაიშვილმა. ამდენჯერვე ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნელობის კომისიის თავმჯდომარემ, გალაქტიონ ტოროშელიძემ.

ორჯერ მიიღო პრემია საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება–მრეწველების" თავმჯდომარემ ლაშა გვენეტაძემ.

ასევე ორ–ორჯერ მიიღეს ფრაქცია "ქართული ოცნება–კონსერვატორების" თავმჯდომარემ თეიმურაზ კიკვაძემ  და და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ კახაბერ დვალიშვილმა.

მათ სიაში, რომლებმაც წელს პრემია მხოლოდ ერთხელ მიიღეს, არიან: ფრაქცია "ქუთაისისათვის" თავმჯდომარე სამსონ გუგავა. საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე ირმა პეტრიაშვილი, ფრაქცია "სამართლიანობის" თავმჯდომარე გელა გაბადაძე, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე  თეიმურაზ ნადირაძე, ასევე ფრაქცია "ქართული ოცნების"  თავმჯდომარე გრიგოლ ქობალიანი.

ჯამში, 2015 წელს, რვა თვის განმავლობაში საკრებულოს წევრებმა 63 300 ლარის სახელფასო დანამატი და პრემია აიღეს. საკრებულოში სულ  5 კომისია და 4 ფრაქციაა, სახელფასი დანამატი არ აუღია  საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს ლელა ქელბაქიანსა და  "ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს დავით გოგისვანიძეს. მოწოდებულ ინფორმაციაში, ასევე არაფერია ნათქვამი საკრებულოს თავმჯდომარის მიერ აღებულ დანამატსა და პრემიაზე, 2015 წელს დავით დვალს არც სახელფასო დანამატი და არც პრემია არ მიუღია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა