|
  • EUR 1 = GEL 2.6921
  • USD 1 = GEL 2.411
|

ვინ არის ხარაგაულის პირველი ლედი?

2016 წელს ხარაგაულში გამგებლის კობა ლურსმანაშვილის მიერ პოსტის დატოვების გამო განმეორებითი არჩევნები დაინიშნა. გამგებლის პოსტზე "ქართული ოცნების" სახელით ნიკოლოზ თოფურიძე იბრძოდა, რომელმაც გაიმარჯვა კიდეც და გამგებლის პოსტი დაიკავა.

ნიკოლოზ თოფურიძე გამგებლობამდე  მხოლოდ საქართველოს ენერგოსისტემაში მუშაობდა  გენერალური დირექტორის თანაშემწედ. ნიკოლოზ თოფურიძე არის ქართველი მომღერლის ეკა კახიანის მეუღლე, შესაბამისად, ხარაგაულის პირველი ლედი  ეკა კახიანია, რის შესახებაც ინფორმაციას ადგილობრივების უმეტესობა არ ფლობს.

რა პროექტები განხორციელდა ხარაგაულში და გეგმავს თუ არა ნიკოლოზ თოფურიძე მეორე ვადით გამგებლობას ამ კითხვებზე პასუხის მიღება ვერ შევძელით, რადგან ნიკოლოზ თოფურიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

აღსანიშნავია, რომ ეკა კახიანი პარლამენტის წევრის გიორგი კახიანის ნათესავია.  გიორგი კახიანი კალაძის აღმასრულებელ სტრუქტურაში გადასვლის შემდეგ სამტრედიის მაჟორიტარი გახდა, 2016 წელს "ქართული ოცნების" დეპუტატის პოსტი დაიკავა პროპორციული სიით.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი