|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წერეთლის უნივერსიტეტში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ აქცია მოეწყო

 საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ორგანიზებით წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით პიარ-აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში უნივერსიტეტის ეზოში თემატური მასალები დარიგდა და გამოიფინა.

აქციაში წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მოხალისეობრივად იყვნენ ჩართულები.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტუდენტების ჩართულობა და უნივერსიტეტის მხარდაჭერა, რადგან ახალგაზრდების სწორად ინფორმირებულობა ქვეყნის დასავლური კურსით განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. თემატური მასალების დარიგებით კი შევეცადეთ სწორი ინფორმაცია მიგვეტანა თითოეულ ადამიანამდე“, - აღნიშნა იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ.
ნატოს დღეები საქართველოში მეთორმეტედ იმართება.  მისი მიზანია საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ.

ნატოს დღეები საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა