|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში ახალგაზრდები მერის პოსტზე დამოუკიდებელი კანდიდატის წარდგენას ითხოვენ

ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებს ახალგაზრდები გამოეხმაურენ. მათი თქმით, მუნიციპალიტეტში უმძიმესი მდგომარეობაა, ხელისუფლების მხრიდან კი ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები არ იდგმება, ამიტომ ჭიათურაში 30-მდე ახალგაზრდამ სამოქალაქო მოძრაობა "მომავლის ჭიათურა" დააფუძნა. 

"მომავლის ჭიათურას" დამფუძნებლის თქმით, ქალაქში ეკოლოგიის, მიგრაციის და სოციალური მიმართულებით საგანგაშო მდგომარეობაა. 

"ჩვენ დავაფუძნეთ ორგანიზაცია და გვინდა, რომ ქალაქში გადაიდგეს პოზიტიური ნაბიჯების ჭიათურის საკეთილდღეოდ. რაიონში არის უმძიმესი სოციალური მდგომარეობა, ასევე ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზე ვართ. მოგეხსენებათ, რომ მაისში ჭიათურაში არჩევნები ჩატარდება, სადაც ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს მოვუწოდებთ, რომ არ დაასახელონ პარტიული კანდიდატები და მოხდეს დამოუკიდებელი კანდიდატის შერჩევა, რომელსაც საზოგადოებისგან მაღალი ნდობა ექნება,"- აცხადებს ნოდარ ჩაჩანიძე.

 შეგახსენებთ, ჭიათურაში რიგგარეშე არჩევნები მაისში გაიმართება. მერის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც პაატა ნასირაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა