|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში, ითხვისის მაღაროში მამაკაცი გარდაიცვალა

ჭიათურაში, ითხვისის მაღაროში ერთი ადამიანი დაიღუპა.  გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 50 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც მაღაროში ელმავლის მემანქანედ მუშაობდა. მომხდარ უბედურ შემთხვევას, მაღაროს ხელმძღვანელობა უსაფრთხოების წესების დარღვევას უკავშირებს.

ტექნიკური უსაფრთხოების მენეჯერის გიგა ხვიჩიას განცხადებით, შემთხვევას მოწმე არ ჰყავს. მისი ვარაუდით კი, მაღაროელი უსაფრთხოების წესების დარღვევას ემსხვერპლა.   

"გამოძიების პროცესში ვართ, სავარაუდოდ, გარდაცვლილის ბრალი იყო, ტექნიკური უსაფრთხოების წესები დაარღვია. მაგრამ ჯერ ბოლომდე არ არის გამოძიებული. გამოძიებას  შსს აწარმოებს და ჩვენ პრევენციის მიზნით შიდა გამოძიებას ვაწარმოებთ წესების შესაბამისობასთან მიმართებაში. შემთხვევას მოწმე არ ჰყავს, ვინც შემდეგ მივიდა ინცინდენტის ადგილზე, მათი გამოკითხვის შედეგად, ვფიქრობთ, რომ წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი", _ ამბობს ხვიჩია. 

მისივე ინფორმაციით, უბედური შემთხვევის ხარჯებს მაღაროს ადმინისტრაცია გადაიხდის.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

ავტორი: ანუკა ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა