|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წუხილს გამოვთქვამთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო - კელი დეგნანი

“ჩვენ წუხილს გამოვთქვამთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.

“ჩვენ წუხილს გამოვთქვამთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. როდესაც საკითხი ადამიანის ჯანმრთელობას ეხება, ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობა. მოხარული ვართ, რომ არსებობს მრავალდისციპლინური ჯგუფი, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას თვალყურს ადევნებს. ჩვენც ასევე აქტიურად ვადევნებთ თვალს მის მდგომარეობას“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე 27-ე დღეა. შიმშილობს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა