|
  • EUR 1 = GEL 4.0355
  • USD 1 = GEL 3.3198
|

წყალტუბო მთავრობისგან 300 000 ლარის გრანტს მიიღებს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 2020 წელს საერთაშორისო და ადგილობრივ კონკურსებში მონაწილეობის შედეგად 192 947 ევროს (2020-2022 წლები) და 498 080 ლარის გრანტებს მიიღებს. 

წყალტუბოს მერიის ინფორმაციით,  წყალტუბოს საქართველოს მთავრობისგან გამოეყო გრანტი 300 000 ლარის ოდენობით. თანხა კაპიტალური დანიშნულებისაა, რომელიც 2021 წელს რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის დაიხარჯება. რაც შეეხება გრანტებს, მის  ფარგლებში მიღებული დაფინანსებით მუნიციპალიტეტში დაინერგება ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, შეიქმნება მოსახლეობისთვის რელევანტური ვებგვერდი, ინკლუზიური ცენტრისთვის შეძენილი იქნება სამგზავრო ავტომობილი.

პროექტის ფარგლებში იგეგმება ნაგავმზიდისა და სეპარირებისთვის საჭირო 110-მდე კონტეინერის შეძენა, 10 მცირე ზომის საკომპოსტე მოედნის მოწყობა, ნარჩენების სეპარირებული შეგროვების დანერგვა დიდ სოფლებში და სეპარირებული შეგროვების განვითარება ტურისტულ ობიექტებზე.

ასევე, ორგანიზაცია "პინის" გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შედეგად ააიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ინკლუზიურ ცენტრს გამოეყო 70 400 ლარი სამგზავრო ავტომობილის შესაძენად, ხოლო კულტურის ცენტრს - 101 570 ლარი, რომლის ათვისებაც მოხდება საჭიროებისამებრ.

 

ავტორი: ნიუპრესი