|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში შადრევნის რეაბილიტაციისათვის 1,306 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

 წყალტუბოს ცენტრალურ პარკში შადრევნის რეაბილიტაცია იგეგმება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 1,306 მლნ ლარის სამუშაოების შესრულებაზე გამოცხადებულ ტენდერზე  DEP180000074 წინადადებების მიღება უკვე დასრულებულია.

ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო. შპს "ჯავა" სამუშაოების შესრულებისათვის სავარაუდო ღირებულებაზე მაღალი ფასი 1 679 894 ლარი დააფიქსირა, ქუთაისური კომპანია  შპს "ინჟმშენი 96" სამუშაოების შესრულებას 1 339 541ლარადაც თანხმდება. 

თუ რომელი კომპანია მიიღებს დაკვეთას, ფონდის გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არაა. 

 

შადრევნების რეაბილიტაცია წყალტუბოში მოიცავს მათ სრულად აღდგენას და დამატებითი ფუნქციების სისტემების მონტაჟს. წყალტუბოს პარკში არსებული მუსიკალური შადრევანი, რომელიც  გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა, შედგება სამი მრგვალი, სხვადასხვა ზომის აუზისგან. აუზები ერთმანეთს მართკუთხა აუზით უკავშირდება, აგრეთვე მოწყობილია პატარა საფეხმავლო ხიდი. შადრევნის ყველა სტრუქტურული ელემენტი დამზადებულია რკინა-ბეტონისაგან, შადრევანი სავალალო მდგომარეობაშია. გრანიტის ფილების უმეტესობა გაბზარულია, ფილების ზოგი ნაწილი კი ჩამოტეხილია კედლიდან. ელექტრო და წყალმომარაგების ქსელი, აგრეთვე - საკანალიზაციო სისტემა გამოსულია მწყობრიდან. საკონტროლო ნაგებობის სახურავი დაზიანებულია და ჟონავს, რაც აზიანებს სახურავისა და შიდა იატაკის ხის სტრუქტურებს. ამასთან, შენობის ფასადის მოსაპირკეთებლად გამოყენებულია აკრძალული, ჯანმრთელობისთვის სახიფათო მასალა - აზბესტი.

არსებული შადრევნის ადგილას მოეწყობა ე.წ. „მშრალი ინტერაქტიული შადრევნით“ – ყველაზე დიდ, მრგვალ აუზზე მოეწყობა საფეხმავლო ბაქანი, რის შედეგადაც ხალხი შეძლებს შადრევნის შიგნით სიარულს და პირდაპირი კონტაქტის დამყარებას წყლის მოცეკვავე ნაკადთან. წყლის ჭავლის სიმაღლე 2 - 3 მეტრი იქნება და სინქრონიზებულად განათდება. შადრევნის კონტროლი მოხდება პროგრამირებადი მართვის სისტემით. გაშუქების დროს ასევე იმუშავებს გახმოვანებაც. ფართო სპექტრის მქონე ორი დინამიკი დამონტაჟება შადრევნის გარშემო არსებულ ბოძებზე, 4 მეტრის სიმაღლეზე, საიდანაც ხმის ტალღები მთელ მოედანს დაფარავს.

შადრევნის რეაბილიტაციას მსოფლიოს ბანკი დააფინანსებს.

წყალტუბოში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილ სამუშაოებზე ვიცე პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა იმერეთში ყოფნისას ისაუბრა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა