წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ პატრიკეთის სკოლაში პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ პატრიკეთის სკოლაში პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის დღეს იმერეთში გამოვლენილი შემთხვებიდან ერთ-ერთია.
ინფორმაციას ადასტურებს წყალტუბოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჩხეტიანი.
ჩხეტიანის ინფორმაციით, პედაგოგმა ვირუსზე ტესტი გუშინ ჩაიტარა, რამაც დადებითი პასუხი აჩვენა.
ამ დროისთვის სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია და 100-მდე მოსწავლე და 24 პედაგოგი თვითიზოლაციაში იმყოფება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა