|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

წყალტუბოში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ მოხერხდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  სოფელ სორმონის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ მოხერხდა, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის ძირითდი კერები ლოკალიზებულია და ამ ეტაპზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის მთვარი სამმართველოს უფროსის ვლადიმერ ჯღამაძის განცხადებით, ხანძრის ჩაქრობას ქართან ერთდ ხელს ცუდი ხილვადობა უშლის.

"ცეცხლი ჩაის ბუჩქებსა და ბალახებს გაუჩნდა, ხანძრის ქრობის სირთულე ძლიერი ქარით იყო გამოწვეული. ადგილზე მობილიზებული იყო 45 მეხანძრე-მაშველი და 8 სახანძრო ცისტერნა", - განაცხადა ვლადიმერ ჯღამაძემ.

ადგილზე იმყოფებოდა იმერეთის გუბერნატორი.

 

ავტორი: ნიუპრესი