წყალტუბოში თანამედროვე სტანდარტების კოლეჯი შენდება
                                                                                                                     
                
წყალტუბოში თანამედროვე სტანდარტების კოლეჯი შენდება, - სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტი რეგიონში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაში ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება.
ამავე ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კოლეჯი ფუნქციონირებას 2021-2022 სასწავლო წლიდან დაიწყებს და რეგიონის საჭიროებებიდან გამომდინარე, მსურველებს ძირითადად ტურიზმის, საინჟინრო-ტექნოლოგიებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებების პროგრამებს შესთავაზებს.
პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარამდეა.
ავტორი: ნიუპრესი
 EUR 1 =
 EUR 1 =  GEL 3.649
 GEL 3.649 USD 1 =
 USD 1 = 




 10:58
10:58.jpg) 23:12
23:12 12:36
12:36 15:31
15:31 16:05
16:05
















