|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულში მოსწავლეზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მასწავლებელი ბრალს არ აღიარებს

ხარაგაულში მოსწავლეზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მასწავლებელი ბრალს არ აღიარებს. ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატი ავრცელებს. ინგა გიორგაძის თქმით, გამოძიების ინტერესებიდან განომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აცხადებს, რომ საქმის მასალებით დანაშაული არ დასტურდება.
"მე მართალია ვახორციელებ ბრალდებულის დაცვას. ის ამ ფაქტს არ აღიარებს, მეც დარწმუნებული ვარ ამაში, პიროვნებიდან და საქმის მასალებიდან გამომდინარე, აღნიშნული ნამდვილად არ დასტურდება. მიზეზი საკითხავია, თუ რატომ მოხდა ფაქტის გახმაურება და მნიშვნელობის მინიჭება, რადგან ასეთს ადგილი არ ქონია. აღმკვეთი ღონისძიება არის ზესტაფონის სასამართლოს მიერ გამოტანილი, აღკვეთი ღონისძიების დროს მისი მისი ბრალეულობა არ იხილება, ბრალეულობა იხილება მხოლოდ ძირითად სასამართლოზე, თუკი იქამდე მივიდა საქმე, მუხლიდან გამომდინარე დააკავა სასამართლომ, მიუხედავად იმისა გასაჩივრებული გვაქვს. რამდენიმე მოსწავლე თუ ადანაშაულებს მაგაზე ინფორმაცია არ მაქვს, მე ვიცი, რომ მხოლოდ ერთი პიროვნებაა დაზარალებული საქმეში, ისიც ვინც ამხელს, არ დასტურდება. მნიშვნელოვანი ფაქტია და ამას გამოძიება გვიჩვენებს, მაგრამ ამ ეტაპზე მეტის თქმის უფლება არ მაქვს"-განაცხადა ინგა გიორგაძემ.
მისივე თქმით, პედაგოგი ბავშვის არცერთ ნათქვამს, მათ შორის კლასში მარტო დატოვებაზე, არ ადასტურებს და გამართლდება თუ გამტყუნდება ამის შესახებ გახდება ცნობილი.
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა