|
  • EUR 1 = GEL 4.0033
  • USD 1 = GEL 3.2987
|

ხარაგაულში 30 წლის კაცმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა

გუშინ  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში  30 წლის მამაკაცმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა. დანაშაულში ეჭვმიტანილი  1990 წელს დაბადებული ვ.კ. პოლიციამ რამდენიმე საათში დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობელს - 1963 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-⁠დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: ნიუპრესი