სარკინიგზო ლიანდაგზე მატარებლების მოძრაობა აღდგენილია [R]
დღეს საღამოს, ხაშური-ლიხის მონაკვეთზე, რკინიგზის ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა. უსაფრთხოების მიზნით ერთი საათით შეფერხდა მატარებლების მოძრაობა და გაჩერდა თბილისი-ფოთის მატარებელი.
"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, მოძრაობა ამჟამად აღდგენილია. ადგილზე უსაფრთხოების შემოწმების და მოკვლევის მიზნით მუშაობენ საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურები.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა