|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

ხატია ბუნიათიშვილმა პარიზის ფილარმონიაში კონცერტი გამართა [VIDEO]

მსოფლიოს სახელგანთქმულმა ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა  14 ნოემბერს  პარიზის ფილარმონიაში  კონცერტი გამართა.

მან  ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის რამდენიმე ნაწარმოები შეასრულა, რამაც მსმენელების დიდი მოწონება და ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურა. 

ხატია  ბუნიათიშვილმა ახლახანს ახალი დისკი გამოუშვა, რომელიც ცნობილ კომპოზიტორს შუბერტს მიუძღვნა. 

კონცერტის შემდეგ მუსიკოსი საკუთარ ფანებს შეხვდა.  რამდენიმე დღეში პიანისტი საგასტროლო ტურნეში მიემგზავრება. 

 

 

ავტორი: ეკა ლელაძე