|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხატია დეკანოიძემ ფარულ მოსმენებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

ხატია დეკანოიძემ პროკურატურას მიმართა. გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატი ფარული მოსმენებისა და მიყურადების ფაქტზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

დეკანოიძის თქმით, მის შესახებ გამოქვეყნებული ჩანაწერები, მათ შორის ელჩებთან საუბრების ეპიზოდი, რეალურია, ამიტომ უნდა მოხდეს გამოძიება.

მისი თქმით, არ აქვს იმედი, რომ ამ პროკურატურის პირობებში გამოძიება მოხდება, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, აუცილებლად დადგება მარლთმსაჯულება.

"ყველამ ვისი ინფორმაციაც გამოქცეყნდა, უნდა შეიტანოს სარჩელი პროკურატურაში. ჩემი ეპიზოდიც, რომელიც გავიდა საინფორმაციო საშუალებებით, რეალურად ჩემი საუბარი იყო, მათ შორის ფარული მიყურადება სხვადასხვა საელჩოებთის წარმომადგენლებთან. ამიტომ მე დღეს შევიტანე სარჩელი, რომ დაიწყოს გამოძიება. მე არ მაქვს იმედი, რომ ეს პროკურატურა გამოიძიებს, მაგრამ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, როდესაც გვეყოლება დამოუკიდებელი პროკურატურა, აუცილებლად ყველა სარჩელის გამოძიება დაიწყება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 სუსიდან გამოტანილი ფარული ჩანაწერები 13 სექტემბერს გასაჯაროვდა. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.25%
გაუარესდა - 68.18%
არ შეცვლილა - 12.57%
სულ - 374 ხმა