|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დღეს თავისუფლებისათვის ბრძოლის ხაზი გადის აქ, საპროტესტო აქციაზე" - გიგა შუშანია

ოპოზიცის საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად ქუთაისიდან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს დილიდან გაემგზავრნენ. ისინი ამ დროისათვის მთავრობის კანცელარიის წინ საპროტესტო აქციაზე იმყოფებიან. 

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოერგანიზაციის წარმომადგენლის, გიგა შუშანიას განცხადებით, დღეს თავისუფლებისათვის ბრძოლის ხაზი მთავრობის კანცელარიის წინ, საპროტესტო აქციაზე გადის.

"დღეს, 23 თებერვალს, სიმბოლურად საბჭოთა არმიის დაბადების დღეს, საქართველოს გასაბჭოებიდან ზუსტად 100 წლის თავზე, ივანიშვილის რეჟიმმა გადაწყვიტა ბოლშევიზმის დაბრუნება საქართველოში. ეს სახეცვლილი ბოლშევიკები ისევ საქართველოს ოკუპაციას ცდილობენ. ამიტომ დღეს თავისუფლების ბრძოლა გადის სწორედ აქ, კანცელარიის წინ, საპროტესტო აქციაზე,"-განაცხადა გიგა შუშანიამ "ნიუპრესთან" საუბარში.

მისივე თქმით, დღეს ივანიშვილის მმართველობამ დაასრულა პარტიული პოლიტიკა საქართველოში და ყველა პარტია ერთიან ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში გააერთიანა.

"დაიწყო ახალი ეროვნული მოძრაობა, რომ ამ სახეცვლილ ბოლშევიკების მმართველობა არასდროს იყოს ქვეყანაში"-აღნიშნა შუშანიამ.

 შეგახსენებთ, დღეს სპეცრაზმმა ოპოზიციური პარტიის ოფისზე განხორციელებული შტურმის შედეგად დააკავა 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილე ნიკა მელია. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა