|
  • EUR 1 = GEL 3.9447
  • USD 1 = GEL 3.3193
|

ხმა მივეცი იმ განვითარებას, რომელიც დაიწყო 8 წლის წინ - ბეჟან წაქაძე

საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა "ქართული ოცნების" კანდიდატმა ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის გაერთიანებული ოლქში. ბეჟან წაქაძის თქმით, ხმა მისცა ქვეყნის განვითარებას და დაწყებული პროექტების დასრულებას.

 დეპუტატობის კანდიდატმა თავისი არჩევანი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირში გააკეთა.

"დღეს არჩევნების მეორე ტურია და მინდა, მივესალმო ჩემს ამორჩევლებს და მადლობა გადავუხადო პირველ ტურში მონაწილეობისთვის. დარწმუნებული ვარ, მეორე ტურშიც იაქტიურებენ და დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ. მე მივეცი ხმა ქვეყნის განვითარებას, აღმშენებლობას და იმ პროექტების განხორციელებას და გაგრძელებას, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო 8 წლის წინ. მე ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება და ქვეყანა განვითარდება", -განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

მისი თქმით, გამარჯევბის შემთხვევაში სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებს და ყველა ამომრჩევლის ხმა იქნება მიტანილი პარლამენტამდე.

 შეგახსენებთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურში ბოიკოტის ნიშნად არ მონაწილეობს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები საქართველოში?

დემოკრატიულად - 22.5%
მცირე დარღვევებით - 12.5%
გაყალბებით - 65%
სულ - 40 ხმა