|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხმაური ქუთაისის საკრებულოში - ოპოზიციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

ხმაური იყო ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე. კამათი ოპოზიციის განცხადებებს მოყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა მოუწოდა უმრავლესობის დეპუტატებს შვილებთან ომს თავი დაანებონ და გაემიჯნონ ე.წ. რუსულ კანონს, მან ასევე გააკრიტიკა ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო განხილვა.

"ქართული ოცნების" დეპუტატებმა მოუწოდეს ოპოზიციონერ კოლეგებს დაანებონ თავი საჯარო მოხელეების ბულინგს.

მათი თქმით, რუსეთის საქმეს თავად ოპოზიცია აკეთებს და მათ არგუმენტირებული განხილვა არ აინტერესებთ. კამათი ხმაურში გადაიზარდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა