|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ხონის მუნიციპალიტეტში ნეპოტიზმის გახშირებული ფაქტებია"

„ახალი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი თამთა შამათავა ხონის მუნიციპალიტეტში ნეპოტიზმის ფაქტებზე საუბრობს. როგორც შამათავა ამბობს, საჯარო სამსახურში ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარის ნათესავები არიან დასაქმებულები. "ახალი საქართველოს" წევრი აღნიშნავს, რომ ვალერი ბახტაძის ნათესავების უმეტესობა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურებში, მაღალ თანამდებობებს იკავებენ.

„უპრეცენდენტო ნეპოტიზმის ფაქტები ხონის მუნიციპალიტეტში. საჯარო სამსახურებში დასაქმებული საკრებულოს თავმჯდომარის ძმა, ცოლი, ცოლის დეიდა, დეიდაშვილი, მეჯვარე, დეიდაშვილის ცოლი, სიმამრი. ხონის საკრებულოს თავმჯდომარის ვალერი ბახტაძის ცოლი, მარიამ მანაგაძე ეკონომიკის სამინისტროში მუშაობს. ბახტაძის ძმა, ზაზა ბახტაძე დასაქმებულია, ხონის მაჟორიტარის, გივი ჭიჭინაძის ბიუროში, ბიუროს უფროსის პოზიციაზე. მისივე დეიდაშვილი, მაკა ტაბიძე საკრებულოს წევრი და ფრაქცია “ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარეა. საკრებულოს თავმჯდომარის, ბახტაძის ცოლის დეიდაც კი დანიშნეს წამყვან პოზიციაზე, კერძოდ, ნატო ჩაკვეტაძე მუშაობს მერიაში ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. საკრებულოს თავმჯდომარის მეჯვარე, არჩილ საღარაძე, არის ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარე. ბახტაძის დეიდაშვილის ცოლი, სოფო ლიპარტელიანი კი დასაქმებულია მერიის საფინანსო სამსახურში. ასევე, ვალერიან ბახტაძის სიმამრი, ლუკა მანაგაძე იყო საფეხბურთო კლუბ ,,იმერეთის“-ს დირექტორი. თუმცა, ფინანსური დარღვევების გამო, აუდიტის დასკვნის შემდეგ, დირექტორობის პოზიციიდან გადაიყვანეს რიგით თანამშრომლად. ეს არის არასრული ჩამონათვალი, თუმცა ეს კონკრეტული ფაქტებიც საკმარისია, იმ მძიმე სურათის დასანახად, რაც ხონის რაიონში ხდება", - აცხადებს თამთა შამათავა.

ავტორი: ნიუპრესი