|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყველა პოლიტიკურ პარტიას ვეპატიჟები, რომ ქუთაისს დავუბრუნოთ ფუნქცია - ხატია დეკანოიძე

ყველა პოლიტიკურ პარტიას ვეპატიჟები, რომ ქუთაისს დავუბრუნოთ ფუნქცია, - ამის შესახებ ქუთაისის მერობის ოპოზიციის შეთანხმებულმა კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ კოალიციური კაბინეტის პრეზენტაციისას განაცხადა. 

ოპოზიციის მერობის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში,  ქუთაისის ვიცე-მერის პოსტს  პარტია "ლელოს" წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი დაიკავებს,  ვიცე-მერობის კანდიდატია ასევე  "გირჩი-მეტი თავისუფლების" წარმომადგენელი  იმედა კლდიაშვილი. სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებას ჩაიბარებს წარმატებული წყალბურთელი რევაზ ჩომახიძე, ქუთაისის  ვიცე-მერობის კანდიდატია ასევე  ქუთაისში ყველასათვის კარგად ნაცნობი თემურ ცამციშვილი.   

 რაც შეეხება დაპირებებს, ოპოზიციის კანდიდატის წინასაარჩევნო დაპირებები ასეთია: ქუთაისის დაუბრუნდეს საპარლამენტო სტატუსი, საჯარო სკოლებში ყველა მოსწავლეს  უფასო კვება, ქუთაისს უნდა ყავდეს პირველი არჩეული შერიფი. ასევე ქუთაისის მერიის აუდიტის სამსახურს არ დანიშნავს მერი, არამედ სამოქალაქო ორგანიოზაციების წარმომადგენლები. 

ხატია დეკანოიძის თქმით, ბიზნესი გათავისუფლდება ქონების გადასახადისაგან, ასევე ქალაქს ექნება  50 ახალი სკვერი, 30 საბავშვო მოედანი და ძალიან ბევრი კალათბუთის მოედანი. 

 

 

 

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა