|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ძალიან ძნელი? თქვენს მეგობრებს ერჩივნათ მოესმინათ თქვენგან სიტყვა "შეუძლებელია - იან კელი

„ძალიან ძნელი? თქვენს მეგობრებს ერჩივნათ მოესმინათ თქვენგან სიტყვა "შეუძლებელია -  აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის მიერ „3+3 ფორმატთან“ დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ძალიან ძნელი? რუსეთი შემოიჭრა და თქვენი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა. თქვენს მეგობრებს ერჩივნათ მოესმინათ თქვენგან სიტყვა "შეუძლებელია", - წერს ყოფილი ელჩი „ტვიტერის გვერდზე“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ 3+3 ფორმატში მონაწილეობა ძალიან ძნელი იქნება, რადგანაც დეოკუპაციის მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგმულა. 

„იმ პირობებში, როცა ვერ ვხედავთ დეოკუპაციის მიმართულებით ვერანაირ პროცესს, ძალიან ძნელია, ამ ფორმატში დაჯდე და ისაუბრო რაღაც სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე,“- აღნიშნა დავით ზალკალიანმა სატელეციზიო ეთერში.

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.25%
გაუარესდა - 68.18%
არ შეცვლილა - 12.57%
სულ - 374 ხმა